უმაღლესი ტექნოლოგია. საუკეთესო ხარისხი. ინდივიდუალური მიდგომა

FacebookInstagram

ქსოვილზე გადატანა

BrandPitt-ი გთავაზობთ: ტანსაცმლის, ავეჯის, განათების, ფარდის, სუფრის, შირმის, რეპროდუქციისა და ინტერიერის სხვა აქსესუარებისთვის ქსოვილზე ბეჭდვას

BrandPitt-ში ჩვენ შევქმენით გარემო რომელიც ეხმიანება როგორც ქართულ ტრადიციებს და კულტურას, ასევე ქვეყნის მასშტაბს. მაღალი ხარისხი ყოველთვის ფასდებოდა საქართველოში და, ამავე დროს, მცირე მასშტაბი გზას უხსნიდა ორიგინალური ხელნაკეთი ნივთების წარმოებას და ინდივიდუალურ მიდგომას. BrandPitt-ში შერწყმულია  თითოეული ჩვენი მომხმარებლის პროდუქციის მიმართ უნიკალური მიდგომა, რაც საკუთარ ხასიათს უნარჩუნებს ნივთებს და ბეჭდვა მაღალი ტექნოლოგიით. BrandPitt-ი გთავაზობთ ბეჭდვას იაპონური, უახლესი სუბლიმაციური* ტექნოლოგიით, რომელიც ყველა მოლოდინს აჭარბებს! ფერები ისეთი კაშკაშაა, რომ დიზაინერის წარმოსახვასაც კი სცილდება და, ამასთან ერთად, სხვა ბეჭდურ მეთოდებთან შედარებით, სუბლიმაციური ბეჭდვა კარგად უძლებს რეცხვას. საღებავს აქვს ეკო სერტიფიკატი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჩვილებისთვისაც კი უსაფრთხოა.


*ციფრული, ფერადი ბეჭდვის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება პოლიესტერსა და პოლიმერით დაფარულ მყარ ზედაპირზე.

მიეცით თქვენს შემოქმედებას ფართო გასაქანი

BrandPitt-ი უზრუნველყოფს ნებისმიერი ციფრული გამოსახულების მაღალი ხარისხით ბეჭდვას ქსოვილსა და მყარ ზედაპირზე. ეს ნიშნავს ისეთი რთული დაკვეთის შესრულებასაც კი, რომელიც მოდის დიზაინერებსა და მეწარმეებს ჭირდებათ.


სუბლიმაციური ბეჭდვა იდეალურია მაისურების, საცურაო კოსტუმების, ლეგინსების, წინდების და სხვა სპორტული თუ ყოველდღიური ტანსაცმლის ბეჭდვისთვის. ასევე, შარფების, ჩანთების, ხალათების, კაბების და სხვა სამოსზე თუ მოდის აქსესუარებზე ბეჭდვისთვის.